„ნექსია თიეი“-სა და „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ნექსია თიეი“-სა და „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარემ პასუხისმგებლობა აიღო გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ხელი შეუწყონ პროფესიულ თანამშრომლობაში.

„მოხარული ვართ, რომ გავაფორმეთ მემორანდუმი „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან“. ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიგვაჩნია. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ „ნექსია თიეი“ აქტიურად ჩაერთვება ნებისმიერ პროექტში, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას დაისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები ასოციაციის წევრ სხვა ორგანიზაციებს, რათა გამოვხატოთ თანადგომა ყველა იმ კომპანიისადმი, რომლებიც „ნექსია თიეი“-ს მსგავსად მზად არიან განახორციელონ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ეკოლოგიის დასაცავად და მის გასაუმჯობესებლად“, - აცხადებენ „ნექსია თიეის“ მმართველი პარტნიორები.

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთი პროფესიონალების გუნდთან, როგორც ნექსია თიეია. „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ და მისი წევრი კომპანიები ისარგებლებენ ნექსია თიეის მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით საგადასახადო, საკანონმდებლო და ბიზნესის განვითარების სფეროში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესძლებლობებს. ‘’საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ აქტიურად თანამშრომლობს ნარჩენების მართვის რეფორმის განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან“, - განაცხადა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გულიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა