მამუკა ბახტაძე - საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი გახდა

საქართველო გახდა საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი და ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც დავოსში გამართული შეხვედრებისას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო. მათ შორისაა კომპანიების ონლაინ-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა, რაც 30-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდება, ასევე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც თავიანთ მთავარ ოფისებს გახსნიან საქართველოში და აქედან მოემსახურებიან რეგიონს, განსაკუთრებულ საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ.

„იგივე ეხება მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც კვლევების და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილს შექმნიან საქართველოში. ეს დაგვეხმარება მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავე დროს ისიც, რომ იზრდებოდეს ინვესტიციების ხარისხი და მივიღოთ ინვესტიცია, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალი ექნება. ეს ყველაფერი უკვე აისახა კონკრეტულ მოლაპარაკებებში კონკრეტულ კომპანიებთან. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ არ გვიწევდა საუბარი რომელიმე ერთი ან ორი სექტორის წარმომადგენელთან. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. საუბარია სამომხმარებლო პროდუქციაზე, განახლებად ენერგიაში სერიოზულ ინვესტიციაზე, ლოგისტიკაზე, რაც სამწუხაროდ რჩება დაბრკოლებად. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ინვესტორები მაღალ ტექნოლოგიებში და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის შემდეგ - ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის, მაგრამ 2020 წელს ჩვენ უნდა გვქონდეს ამ ახალი ინიციატივების კონკრეტული შედეგები - რომ მსოფლიო ლიდერი კომპანიები ინტერესდებიან ჩვენი შეთავაზებებით“, - განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა