თინა ხიდაშელი ფარულ ჩანაწერებზე - დღემდე არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და ვიდრე ასეა, ხვალაც იმედი ექნებათ, რომ არ დაისჯებიან

დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალაც ექნებათ იმედი რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. თინა ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს ეხმაურება.

„წერილი ყველას: ჟურნალისტებს, ჭორიკნებს და კეთილი ნების ადამიანებს, გულწრფელად აღშფოთებულებს და შეშფოთებულის პოზაში მყოფებს.

პირველად წარსულზე: არა, 3 წლის წინ, ჩემი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ.

ვიდეო, რომელიც მაშინ დილის 7 საათზე ჩემს ფბ-ზე აიტვირთა, იყო ჩემთვის უცნობი ადამიანების ინტიმური ურთიერთობის შესახებ. ფაილს ერქვა ჩემი სახელი;

იმ დილის 7 საათზე დავურეკე ვახო გომელაურს და ვითხოვდი, რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ, რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს. ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცეებს გადმოწერილი აქვთ და, თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც.

ბევრი უსინდისო ადამიანი უკვე რამდენიმე წელზე მეტია სრული სიბინძურით არის დაკავებული ამ თემაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მათი პრიმიტიულობის დასტურია მხოლოდ.

დღემდე ამ თემაზე მაინცდამაინც ბევრი არაფერი მითქვამს, ვინაიდან მეგონა, რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ დღევანდელმა ჟურნალისტების შტურმმა ძალიან დამაფიქრა.

არავითარი შანტაჟის მსხვერპლი პირადად მე არ ვყოფილვარ, მანიპულაციის და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა კი ნამდვილად იყო.

მოკლედ, ეს სამი წლის წინანდელ ამბავს რაც შეეხება.

ახლა დღევანდელობაზე. ამ სიბინძურეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზი აქვს: - ჩვენში კარგად იყიდება და სეირის მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის განადგურების მოწინააღმდეგე;

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაშინაც იცოდნენ და ალბათ დღესაც ასევე იციან ვინ იდგა ამ ამბების წინ და უკან; იცოდნენ გვარებით და სახელებით, გავრცელების ადგილებით, ინტერნეტ კაფეების მისამართებით საიდანაც აიტვირთა ვიდეოები და სხვა;

- დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალაც ექნებათ იმედი, რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ;

- 2015-2016 წლებში ამ პრიმიტიული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინდელი პარტია „ოცნებიდან“, დღეს აღშფოთებულები, ვინმე რომ გამოგვყოლოდა, იქნებ დღეს ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილიც კი ყოფილიყო;

- და ბოლოს, მანამ იქნება ასე, სანამ დირექტორს კითხავენ და მას დაავიწყდება და ამით დაადასტურებს, რომ ეს მისთვის მისაღები ამბავია, არაფერი განსაკუთრებული და დამახსოვრების ღირსი“, - წერს თინა ხიდაშელი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა