ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ აცხადებს

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომლის პრეზენტაციაც 30 იანვარს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

„გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

ყოველწლიური კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში. საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები არიან: „თიბისი ბანკი“, „ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო“, „ლივინგსტონი“, ასოციაცია „ქართული ღვინო“, „დიო“, „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ და „ჯეოსელი“, „აჭარა ჯგუფი“, „ჯიპისი ჰოლდინგი“, „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში“.

„აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობამ, კონკურსის დასრულების შემდეგ არ შეწყვიტა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და არ შეცვალა განვითარების კურსი. რამდენიმე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელი მოაწერეს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების „მხარდამჭერ განცხადებას“, რომლიც თანახმად მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება საკუთარ კომპანიებში ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამ განცხადების ხელმოწერით ბიზნეს ლიდერები საჯაროდ გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩაერთონ ქალთა უფლებების გაფართოების საქმეში და უზრუნველყონ ის ყველა დონეზე. ქალებისა და კაცების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს არა მხოლოდ სწორი პოზიციას, არამედ მრავალფეროვანი გარემო სასარგებლოა თავად ბიზნესისთვის. ქალების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ჩართვა სამუშაო პროცესებში შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის განხორციელებას. ქალთა უფლებების გაფართოების შვიდ საფეხურიანი პროგრამა ეხმარება კომპანიებს გეგმების რეალიზებაში, ბიზნესისა და საზოგადოების გაჯანსაღებაში და თანასწორობის მიღწევაში.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას. საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი“,- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა