მამარდაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს გიორგი ქარაიას სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, მამარდაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში ომის გმირის გიორგი (ზურიკო)ქარაიას სახელობითი დაფა გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ღონისძიებას დეპუტატი რიმა ბერაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ვეტერანთა საბჭოს, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

სკვერისთვის სახელის მინიჭების ინიციატივით რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობამ მიმართა, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ კი მათი ინიციატივა დააკმაყოფილა.

გიორგი (ზურიკო) ქარაია - ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლია. 2004 წლის აგვისტოში, მან თანამებრძოლი დაღუპვისგან სიცოცხლის ფასად იხსნა. 2005 წლის 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გიორგი ქარაიას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ოპერაციების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს