კახა კახიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაზე, MAPS-ის მისიასა და დონორების კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვის მიმართულებით და ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება MAPS-ის მისიის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა დონორთა საკოორდინაციო მექანიზმის რეფორმაზე და მის დაკავშირებაზე მდგრადი განვითარების მიზნებთან. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა