რუსლან აბაშიძე ხურვალეთის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ახალი მავთულხლართები გაავლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სიტუაციას ადგილზე გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომელთა ეზოშიც უშუალოდ გაავლეს მავთულხლართები და რუსი ე.წ. მესაზღვრეები პატრულირებენ.

რუსლან აბაშიძემ სიტუაციას აღმაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ პროცესი, ისედაც რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

„ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში, სოფელში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ამ ოჯახების დასახმარებლად და არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად ყველანაირი გზა გამოვიყენოთ. ამავდროულად, საკითხს აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა პლატფორმაზე - მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. პროცესი ცალსახად უკანონოა, რომელსაც აუცილებლად ყველა შესაძლო გზით გავაპროტესტებთ“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ხურვალეთში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: ახალი მავთულხლართები ხურვალეთში - ადგილზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ჩავიდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა