„ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სემინარი “საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობა”  გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დაფინანსებით, ხვალ „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სემინარი “საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობა” გაიმართება .

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარს დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირებიმ ექსპერტები; აგრეთვე - გარემოსა და ჯანმრთელობის დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, იტალია, პოლონეთი და სხვ.).

სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, მოხდება გამოცდილების გაზიარება საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ნიდერლანდების სამეფოს და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტების მიერ.

რეგიონული სემინარის პარალელურად და დამოუკიდებლად ასევე ტარდება სამუშაო შეხვედრა გარემოს რისკ-ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ზედამხედველობის შესახებ, რომელზეც მოხდება ჩინეთისა და აშშ-ის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, ამ კუთხით პარტნიორული კავშირების გაღრმავება და შესაძლო გამოწვევებზე მსჯელობა.

საერთაშორისო სემინარის მიზანია საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჭირო გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია მასში ყველა დონის სამთავრობო უწყებების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორისა და დარგობრივი უწყებების უშუალო მონაწილეობა, საერთაშორისო დარგობრივ ექსპერტებთან ურთიერთობა, თანამშრომლობის ჩამოყალიბება და სამომავლო პარტნიორული კავშირების გაღრმავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა