აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსეთი შეეცდება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს

ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენ ქოუთსის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებს.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები და სტრატეგიული კონკურენტები, შესაძლოა, უკვე უყურებენ 2020 წლის არჩევნებს როგორც შესაძლებლობას საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს ქოუთსი. მისი თქმით, ამერიკის მოწინააღმდეგეები და კონკურენტები თითქმის, ზუსტად ჩაატარებენ ოპერაციებს ონლაინსივრცეში გავლენისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად, აშშ-ის პარტნიორობისა და კავშირების გასაწყვეტად.

„რუსეთი სოციალურ ქსელებში გააგრძელებს ძალისხმევას სოციალური და რასობრივი მდგომარეობის გასაუარესებლად, ხელისუფლებისადმი ნდობის შერყევას, ასევე იმ პოლიტიკოსების გაკრიტიკებას, რომლებიც აღიქმებიან რუსეთის მოწინააღმდეგეებად“, - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა