დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული მიტროპოლიტი პატრიარქს შეხვდება, თუმცა ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით

კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული მიტროპოლიტი პატრიარქს შეხვდება, თუმცა ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას, შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

„ის, რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩამობრძანდა საქართველოში, ეს გასაკვირი არ არის და ამაში სადრამატიზო არაფერია. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ეკლესიის წიაღში ხდება მსგავსი მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მხარეებს წარმოადგენენ კონსტანტინოპოლი და მოსკოვი. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელიც, მიტროპოლიტი ილარიონი იყო ცოტა ხნის წინ ჩამოსული, არც ის დაგვიმალავს საზოგადოებისთვის და ბუნებრივია კონსტანტინოპოლიდან მიტროპოლიტი ემანუელის ჩამობრძანებას არ დავმალავდით. ის ძალიან მაღალი დონის სტუმარია საპატრიარქოსთვის და ეს საზოგადოებისთვის გაუგებარი არ დარჩებოდა. კონსპირაცია რომ სდომოდა ვინმეს, ასეც იქნებოდა, ამიტომ გეტყვით, რომ აქ არანაირი საკონსპირაციო თემები არ არის. არსებობს ორი მოდავე მხარე - ერთმანეთთან აქვთ გასარკვევი სამართლებრივი საკითხები და ისინი ცდილობენ, რომ მოიპოვონ ეკლესიების მხარდაჭერა ამ საკითხებთან დაკავშირებით. არავითარი კითხვის ნიშნები არ არის, რომ კონსტანტინოპოლს აქვს თავისი პოზიციები ამ საკითხზე, ისევე როგორც მოსკოვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული მიტროპოლიტი ხვალ შეხვედრას გამართავს როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ისე თავად მის უწმინდესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

„ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას. შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები. მინდა მოვუწოდო „რუსთავი 2“-ს, რომ ცრუ მოლოდინებით ნუ ცდილობენ საზოგადოების ერთი ნაწილის გამოკვებას. საქართველოს ეკლესია უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს, როგორც დავპირდით ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს