ვაზისუბანში მდებარე „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები დღეს აქციას გამართავენ

ვაზისუბანში მდებარე „საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები დღეს აქციას გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომლები შენობაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. აქციის პარალელურად, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„დასაქმებულები არასათანადო შრომითი პირობების გამო ჩივიან და აცხადებენ, რომ ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი აღარც ელექტროენერგია და გაზი აქვთ, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან. გუშინ დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. დამსაქმებელმა აიღო ვალდებულება სახელფასო დავალიანების ნაწილი გაისტუმროს 10 დღის ვადაში. თუ დღეს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება, ცენტრი მუშაობასაც განაახლებს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა