გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% - ძალიან ცუდად

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი - ცუდად, ხოლო 12 პროცენტი -ძალიან ცუდად, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ -60 პროცენტი, ხოლო 34 პროცენტი კარგად აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 პროცენტი, კარგად -37 პროცენტი. პატარა ქალაქებში 41 პროცენტი ცუდად აფასებს, 52 პროცენტი -კარგად. სოფლებში 43 პროცენტი ცუდად აფასებს, 48 პროცენტი -კარგად . რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 პროცენტი მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57 პროცენტი -კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

იხილეთ ვიდეო: NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% - ძალიან ცუდად

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა