დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

საპატრიარქოში რამდენიმე მღვდელმთავარი უკვე მივიდა, სადაც რამდენიმე წუთში პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრთა შეხვედრა დაიწყება.

"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება", - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდალური მსჯელობის შემდეგ მიღებს.

"ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესიის არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე," - განაცხადა მამა ანდრიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა