გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არჩევნების პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა

NDI-ის გამოკითხულთა 17% აცხადებს, რომ არჩევნების პერიოდში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, 18% ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მობილიზებას, 16%-ის აზრით, ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო კამპანიისთვის, 12% აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდში ხდებოდა ზეწოლა კანდიდატისთვის ფულის შეწირვის ან არშეწირვის მიზნით, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა ან პარტიის წარმომადგენელთა შევიწროება.

გამოკითხული მოსახლეობის 79%-დან, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ფიქრობს, რომ საარჩევნო უბნებზე, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ან მეორე ტურში მოწესრიგებული სიტუაცია იყო (92 %), 6 %-ის აზრით კი, მოწესრიგებული გარემო არ იყო. ამავე მოსახლეობის 81 % ფიქრობს, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები, 14 % აზრი უარყოფითია. გამოკითხული მოსახლეობის 83 %-ის აზრით, უბნები გადაჭედილი არ იყო, 14 % კი ფიქრობს, რომ უბნები გადაჭედილი იყო.

რაც შეეხება, შემავიწროვებელ-შემაშინებელ გარემოს, გამოკითხული მოსახლეობის 90 % ფიქრობს, რომ ასეთი გარემო უბნებზე არ იყო, 8 %-ის აზრით იყო, ხოლო 2 %-მა ამის შესახებ არ იცის.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან არ შეუმჩნევია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების აქტივისტები/კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას სთხოვდნენ.

გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეთა 71% აცხადებს, რომ ასეთი რამ საარჩევნო უბნებთან არ შეუმჩნევია, ხოლო 12% ამბობს, რომ უბნებთან აქტივისტები/კოორდინატორები შენიშნა. 16%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საარჩევნო უბანთან აქტივისტების/კოორდინატორების ყოფნა გავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე ან არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე, 40% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა