ზაქარია ქუცნაშვილი - საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი არ არის, როცა მოსახლეობის 62%-მა მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის

საქართველოსნაირი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი არ არის, როცა გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წევრმა თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

„ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი არ არის, რადგან მაჟორიტარს იმის კეთება უწევს, რაც მას კანონით არ ევალება, ანუ სთხოვენ იმაზე მეტს, რასაც მას კანონი ავალებს. თუ ევროპულ ან ამერიკულ მაჩვენებელს ავიღებთ, იქ 70-75 პროცენტის ფარგლებში მერყეობს იმ პირთა მაჩვენებელი, ვინც მის სენატორს არ იცნობს. განვითარებული დემოკრატიული წარმომადგენლობის ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობადობა ძალიან დაბალ დონეზეა, რადგან იქ სამოქალაქო ცხოვრება თავისი რიტმით მიდის და მილიონში ერთხელ შეიძლება დასჭირდეთ საკუთარი სენატორის თუ მერის შეწუხება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არ ვარგა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტმა არასწორად დაასახელა, სწორი პასუხი იცოდა 28 პროცენტმა, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის 62%-მა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა