დიმიტრი მედოევი - რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს

რუსეთთან მოკავშირეობა ოსი ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელსაც მდგრადი საფუძველი და ღრმა ფესვები აქვს, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორმხრივი ურთიერთობებისთვის“.

„აღნიშნული შეთანხმება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მოკავშირის სტატუსი ასევე აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და პერსპექტივებს ქმნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა