ირაკლი სესიაშვილი - კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუცია თანამშრომლობის ფართო არეალს და შესაძლებლობებს ქმნის

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის რეზოლუცია თანამშრომლობის ფართო არეალს და შესაძლებლობებს ქმნის - უახლოეს მომავალში კანადასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე შეიძლება ავიდეს, განსაკუთრებით ჰიბრიდული გამოწვევების, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის სფეროში, ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, - აღნიშნულ შეფასებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აკეთებს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კანადის მთავრობასთან და პარლამენტთან რეზოლუციაში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზებისათვის თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმებზე მუშაობას.

“მინდა გამოვეხმაურო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს, მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს მიძღვნა.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო არენაზე, კანადა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მხარდამჭერია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. შესაბამისად, მადლობა მინდა გადავუხადო კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების მხარდამჭერი რეზოლუციისათვის.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უკანონო ოკუპაცია, რაც მორიგი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა, მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. რეზოლუცია, ასევე, მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში და ამ კუთხით კანადის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას წარმოადგენს. ამასთანავე, მოუწოდებს კანადის მთავრობას, გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში ბრალდებულ პირთა მიმართ, რაც პირდაპირ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას.

საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობას და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ნატო-ში ინტეგრაციას. ასევე, მოუწოდებს თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმებისაკენ, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის თავდაცვის სფეროში ურთიერთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს კანადის მთავრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა