ლევან დავითაშვილი NDI-ს კვლევაზე - კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სანდოობის ინდექსები არსებობს

კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სანდოობის ინდექსები არსებობს, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ NDI-ს მიერ გამოკითხულთა 55%-ს აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია და ნეპოტიზმი არსებობს.

“კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სანდოობის ინდექსები არსებობს. მოდით ამ ინდექსებით ვიხელმძღვანელოთ. NDI ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა საქართველოს რეალობაში ხშირ შემთხვევაში, მათი კვლევები და პროგნოზები რეალობას სცდებოდა”, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა