„ევროპული საქართველო“ თაფლის რუსეთიდან შესყიდვას მიუღებლად მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, პარტიას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 73 ტონა თაფლის რუსეთიდან შესყიდვის ფაქტი, კატეგორიულად მიუღებლად და მორალურად გაუმართლებლად მიაჩნია.

„მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც ამ ტერიტორიებზე განახორციელა ეთნიკური წმენდა და სიცოცხლეს გამოასალმა ჩვენი მოქალაქეები, ოკუპანტი სახელმწიფოსგან რაიმე პროდუქციის შეძენა გადასახადის გადამხდელთა ფულით, მითუმეტეს ჩვენი პოლიციელების და ჯარისკაცების საკვებად გამოსაყენებლად, არის არასწორი გზავნილი საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

ამასთან, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო მარცვლეული კულტურების შესყიდვასთან ერთად და თაფლის ქართველი მწარმოებლებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბითუმო ბაზარზე თაფლი ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა