ვანის მუზეუმის მშენებლობა წელს დასრულდება

ვანის მუზეუმის მშენებლობა წელს დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანში მსოფლიო დონის ახალ მუზეუმს აშენებს, რომელიც ეროვნული მუზეუმის მართვის ქვეშ იქნება. ეს იქნება ახალი ტურისტული ობიექტი და დარწმუნებული ვარ, რომ იქ დაცული უნიკალური საგანძურის სანახავად ვანში ნამდვილად ჩავლენ ჩვენი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი იქნება.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენდება ოთხსართულიანი შენობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა