გიორგი ქობულია უმუშევრობის კომპენსაციის ინიციატივაზე - საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, თუმცა რაღაც ფორმით ამის გაკეთება შეიძლება განვიხილოთ

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ რომან კაკულიას ინიციატივა უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ საინტერესო აზრია.

„მიმაჩნია, რომ რომან კაკულიას ინიციატივა უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო აზრია და ყურადღებას ითხოვს. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, თუმცა რაღაც ფორმით შეიძლება განვიხილოთ ამის გაკეთება”, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის.

„უმუშევრობის კომპენსაციის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრათ ეს ციკლი და დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა