ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემის ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემა „მსოფლიო 2019“ ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მიიღო მონაწილეობა. მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის კოორდინატორ ხავიერ სანსალვარესთან ერთად სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე, ფინანსური რესურსების ხელმიუწვდომლობაზე, პოფესიული სწავლების მნიშვნელობაზე და რეგიონებში ფერმერებისთვის ინფორმაციის ნაკლებობაზე ისაუბრა.

„ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მხრიდან არის მხარდაჭერა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა აბსოლიტურად ხელმიუწვდომელია. ეს გამოწვეულია იმ რეგულაციების შედეგად, რომელიც იგივე კონსტიტუციაში ჩანაწერმა მოიტანა , რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა არ უნდა გასხვისებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეზე . მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ საქართველოს პარლამენტის აგრალურ კომიტეტზე ახალი ინიციატივა გავა , თუმცა კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია ეროვნული ბანკის მიერ შემოტანილმა რეგულაციამ, რადგან ფერმერების შემოსავალი არ არის ყოველთვიური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დარგის გაახალგაზრდავებაზე, ეს ახალგაზრდები დამწყები ბიზნესმენები , ან ის პირები არიან, რომლებსაც საქმიანობის გაფართოვება სურთ, თუმცა ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა არ აქვთ“, - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარემ.

როგორც ნინო ზამბახიძემ განმარტა, სოფლის მეურნეობის დარგში განათლება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ერთად აქტიურად აგრძელებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელირებას. „სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშრებით, თავიდან დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან მცირე იყო, თუმცა ახლა უფრო ტრენდურია და უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთო ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ მოკლევადიანი ტრეინინგები ბევრად შედეგიანი იქნება“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის დარგში სტატისტიკაში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, როდესაც საუბარია ბიზნესის დაგეგმვაზე , უნდა იყოს იმის შესაძლებლობა , რომ სტატისტიკით იხემძღვანელოს ბიზნესმა , თუმცა რიგ შემთხვევაში არსებული სტატისტიკაში მოცემული ციფრები არ არის შესაბამისი.

„არ მინდა, რომ ვინმე დავადანაშაულო, ან ვინმეს კვალიფიკაციაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ უბრალოდ სტატისტიკაში არსებული ციფრები არასწორია, რაც ბიზნესის დაგეგმვაში უშლის ხელს“, -განაცხადა ზამბახიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში არსებობს , არის რეგიონებში ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა. მაგალითისთვის ზამბახიძემ საგადასახადო კოდექში შესული ცვლილება მოიყვანა. ასევე, ასოციაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობის როლზეც ისაუბრა.

„როდესაც საუბარია ადგილობრივ ხელშეწყობაზე, სახელმწიფო უნდა იყოს ერთ -ერთი მთავარი ხელშემწყობი ადგილობრივი პროდუქციის. სახელმწიოფო უნდა იყოს ის მამოძრავებელი ძალა და ის შემსყიდველი, რომელიც ქართულ და ხარისხიან პროდუქციას ყიდულობს. ჩვენ არ მივესალმებით კონსოლიდირებულ ტენდერებს, რადგან კონსოლიდირებული ტენდერი ერთ დიდ მოსტრს გამოაჩენს ბაზარზე და ამავდროულად ვუზღუდავთ მცირე და საშუალო ბიზნესს მონაწილეობის მიღების უფლებას“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა