ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ გიორგაძემ და ლევან ხარატიშვილმა საქართველოში უკრაინს ელჩს იჰორ დოლჰოვს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს უმსაპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურამში მდებარე ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლმ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტს.

„სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იჰორ დოლჰოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

2019 წელს, სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ფიზიკურ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად მოეწყობა სახლ-მუზეუმის ეზოც. სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რაც სამშენებლო მოედნის მოწყობასა და სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში გადატანაში გამოიხატება. სარეაბილიტაციო პროექტი სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეუმოგრაფიასაც მოიცავს, რაც სამომავლოდ კულტურულ სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კი სარეაბილიტაციო პროცესი ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა