დავით სერგეენკო - 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინიდან, რომელიც დამატებით შემოვიდა, ჯერ 1000-მდე დოზაც არ გახარჯულა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დამატებით შემოტანილი 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინიდან, რომელიც ორსულებისა და მელოგინეებისთვის არის განკუთვნილი, ჯერ 1000-მდე დოზაც არ გახარჯულა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განმარტა, ვაქცინების მარაგი ამჟამად საკმარისია, თუმცა თუ დამატებითი დოზების შემოტანა გახდა საჭირო, უწყება ამას უზრუნველყოფს.

„ვაქცინების ეს მარაგი, რომელიც ჩამოვიდა, როგორც წესი, 85%-ში სეზონური ვაქცინაციისთვის, ანუ ოქტომბერ-ნოემბრისთვის არის განკუთვნილი. დანარჩენი 15% კი არის ორსულებისა და მელოგინეებისთვის. 3000 ვაქცინა, რომელიც დამატებით ჩამოვიდა, სწორედ ორსულებისა და მელოგინეებისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინის მარაგები ჯერ კიდევ არის, ჯერ 1000 ვაქცინის დოზაც არ გახარჯულა და რა თქმა უნდა, თუ დამატებითი რაოდენობა იქნება საჭირო, მოკლე ვადაში შემოვიტანთ”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა.

“ჩვენ წინა წლებისა და წელს არსებული პიკური მდგომარეობის მაჩვენებლებს ყოველდღიურად ვადარებთ. ასევე ვადარებთ ევროპულ მონაცემებსაც. რაოდენობა ცალსახად მცირდება. შემცირების სიჩქარე იგივეა, რაც იყო წინა წლებში, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შემცირება არ ნიშნავს, რომ დაავადების მდგომარეობა შემსუბუქდა. იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას სტაციონარებში გადიან, იგივე ყურადღება სჭირდებათ, რაც აქამდე”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ამ დროის მონაცემებით, გრიპის ან გრიპისმაგვარი ვირუსით სტაციონარში 500-მდე პაციენტია მოთავსებული, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები კი 20-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა