ნუკრი ქანთარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე - გვეგონა, რომ მსგავსი სიბინძურეები წარსულს ჩავაბარეთ

გვეგონა, რომ მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები წარსულს ჩავაბარეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების “ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ თუ ეს კადრები არსებობს, მაშინ უნდა გამოიძიონ - თუ არსებობს კი არა, ნამდვილად არსებობს! რადგან ეს კადრები არსებობს, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამოძიების ტემპი! უახლოეს ხანში მე ველოდები პასუხებს, რადგან მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები, ჩვენ გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ახლაც შიგადაშიგ იწყებს ამოტივტივებას”, - განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის შეეძლო ამ კადრების გავრცელება და ვინც ამას აკეთებს, ის ოცნების მტერია. “ამ ეტაპზე მე მინდა გამოვრიცხო, რომ ეს გუნდის შიგნიდან მოდის, თუმცა, გამოძიება რასაც იტყვის, ბუნებრივია, მე იმას დავეყრდნობი”,- აღნიშნა დეპუტატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა