თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში ცვლილებები განხორციელდა

თბილისის ბაგა-ბაღების კვების მენიუში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს 2019 წლის იანვრიდან განახლებული მენიუ აქვთ. კვების რაციონი მნიშვნელოვნად არის გამრავალფეროვნებული. კერძოდ, გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. დაემატა ბოსტნეულის სახეობები, ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი, რაც აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით ამდიდრებს ბავშვთა კვებას.

საუზმე გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ბაღებში კვება არის სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს. კერძოდ, თუ მანამდე საუზმეზე იყო მხოლოდ ფაფა, ან მხოლოდ კარაქიანი პური, ახლა სამ კომპონენტს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია ბავშვს და შესაბამისად, საუზმე ყველასათვის მისაღებია.

მისივე თქმით, რაც შეეხება სადილის კომპონენტს, აქაც განხორციელდა ცვლილება, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე რაციონიდან ამოღებულია რიგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ, ფაფა და ღომი, ამოღებულია ასევე ჩიხირთმის წვნიანი.

"ჩვენ მუდმივ ინტერაქციაში ვართ საზოგადოებასთან, მშობლებთან, თავისთავად ბაღების ადმინისტრაციებთან, ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, შეფასებებსა და შენიშვნებს. სწორედ ამ მუშაობის შედეგად, ჩავთვალეთ, რომ უნდა შეგვეტანა გარკვეული სიახლეები კვებით რაიონში და მენიუში. ჩვენ ორიენტირებული ვართ სიახლეებზე, ახალ ინიციატივებზე არსებულის გაუმჯობესებაზე და სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან გადავწყვიტეთ გაგვეახლებინა მენიუ. ამ მენიუს გათვალისწინებით მოხდა მომსახურების შესყიდვა", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, საჯარო ბაღების კვებისთვის ერთი წლის განმავლობაში შესყიდული მომსახურების ღირებულება შეადგენს 38 109 000 ლარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი მომსახურების გაწევის შესაბამისად, ანუ რა რაოდენობითაც მიეწოდება მომსახურება ბაღებს, იმის შესაბამისად ხდება ანაზღაურება მიმწოდებელ კომპანიასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა