პეკინის გამზირზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს