ანონსი 1 თებერვალი

1 თებერვალს, 09:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, ენერგოეფექტიანობასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონების პროექტების საკითხზე პოლიტიკური დისკუსია გაიმართება.

მის.: ბორჯომი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი (Rixos)

1 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, ჟურნალისტებს და საზოგადოებას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვას და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიან სამოქმედო გეგმა წარუდგენენ.

მის.: უზნაძის ქ. #52 ( სამინისტრო)

1 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგეტიკოს გია არაბიძის პრესკონფერენია გაიმართება.

თემა: ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული, გახშირებული უბედური შემთხვევები. რატომ იწამლებიან CO-თი? რა რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო? ; ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებული რისკები და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. რა ვითარებაა დედაქალაქში - რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

1 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ „მთავარში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

1 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ წევრის ლევან ჩხეიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ახალქალაქში არსებული მიხაილ ავაქიანის ძეგლის საკითხი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

1 თებერვალს, 11:30 საათზე, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების ადვოკატი, უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

1 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის მერი კახა კალაძე ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

საკონტაქტო პირი: ნათია 595335040

1 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ქვეითთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია - „იარე ფეხით“ წარმომადგენელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბის“ წევრები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ველოსიპედით მოსარგებლეების უსაფრთხოება და მიმართვა ქალაქის ხელისუფლებას. ველოსიპედისტების მიერ დაგეგმილი მსვლელობა და თეთრი ველოსიპედის მონუმენტის დადგმა აღმაშენებლის ხეივანში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

1 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

1 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების ასოციაციის და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

1 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, მე-3 სართული)

1 თებერვალს, 12:00 საათზე, „2020NEWS“ პრესკლუბში ექსპერტის, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები თბილისში და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მის.: პეკინის # 34, ბიზნესცენტრი საბურთალი, ოთახი #302

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

1 თებერვალს, 13:00 საათზ, "2020NEWS“-ის პრესკლუბში 3 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ახალგაზრდული მოძრაობა "ორჯერ ორის“ წევრები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: რატომ უნდა გაუქმდეს მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები და რას მოითხოვენ აბიტურიენტები.

მის.: პეკინის # 34, ბიზნესცენტრი საბურთალი, ოთახი 302

საკონტაქტო ტელ.:514 33 49 49

1 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: ათონელის ქ. N25

(შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

1 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

1 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში “ბედნიერების” მონუმენტის საზეიმო გახსნისა და “ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის” დაფუძნების ცერემონია გაიმართება.

მის.: ვაჟა ფშაველას გამზ. N33 (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან)

1 თებერვალს, 15:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის პირველი პავილიონის მიმდებარედ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისათვის ადაპტირებული მიკროავტობუსის (JAC) საჩუქრად გადაცემის ცერემონია გაიმართება.

საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599 874774

1 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას გამართავს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 თებერვალს, 18:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე “თბილისის ველომოყვარულთა კლუბის”, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „იარე ფეხით“ ორგანიზებით, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გურამ ინაკავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ველომსვლელობა გაიმართება.

1 თებერვალს, 19:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია - ,,მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია’’.

საკონტაქტო პირი ელენე ლომსაძე -551 963 234

1 თებერვალს, 19:00 საათზე, მკითხველებს საშუალება ექნებათ „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წიგნები საჯაროდ წაიკითხონ,

საკონტაქტო პირი: ნათია ზაქრაძე - 558151583

მის.: ბახტრიონის ქ. #11ბ

1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. “წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „ბიბლუსი გალერეაში“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ.