დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულების ადვოკატი - „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მენეჯმენტს მოვუწოდებ, გადადგეს

მოვუწოდებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მენეჯმენტს გადადგეს, რადგან ფაქტია, რომ ისინი ამ კომპანიას ვერ მართავენ, - ამის შესახებ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების ადვოკატმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

კობაიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის გულგრილობისა და განუხორციელებული სამუშაოების გამო თბილისში უამრავი ადამიანი იგუდება გაზით.

„წელს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ადამიანები გაზის გაჟონვის მსხვერპლი ხდებიან. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვთქვა, რომ უნდა გადადგეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მენეჯმენტი და რაც მთავარია, მოვუწოდებ საზოგადოებას, დღეიდან დაიწყოს აქტიური კამპანია ამ კუთხით, რათა არ მიეცეს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ამჟამინდელ მენეჯმენტს უფლება, კვლავ განახორციელოს მართვა აღნიშნული კომპანიის. ფაქტია, პრევენციისთვის არანაირ ღონისძიებას არ მიმართავენ და არქმევენ უბედურ შემთხვევას", - აღნიშნა კობაიძემ.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაწყებულია დაზარალებული ოჯახების მატერიალური ზიანის დათვლა, რის შემდეგადაც ინდივიდუალურად უნდა იყოს დათვლილი მორალური ზიანის ოდენობაც.

"დავიწყეთ ინდივიდუალურად 89 ოჯახის მატერიალური ზიანის დათვლა, ამას დაახლოებით სამი თვე სჭირდება. შემდეგ მოვითხოვთ მორალური ზიანის ოდენობის დათვლას, რაც ინდივიდუალურად მოხდება. მერე შევიტანთ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედია, კომპანია მაშინ მაინც მოეგება გონს, რომ ასეთი საქმიანობა აღარ გააგრძელოს ჩვენს ქალაქში და ვფიქრობ, ამის შემდეგ დაიცავენ მაინც უსაფრთხოების ნორმებს. გამოძიებაში კორპუსის მშენებლისკენ არ არის ბრალდებები, ყველანაირი გონივრული ეჭვი გამოირიცხა კომპანიის წარმომადგენლების მიმართ. ვფიქრობ, არამარტო უბედური შემთხვევა, არამედ ამას სამართლებრივი კვალიფიკაციაც უნდა მიენიჭოს. ამიტომ ვეხმარებით სამართლებრივად დაზარალებულებს, რომ შედგეს სარჩელი და სამართლებრივადაც გვქონდეს ბერკეტი, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და ბრალეული მხარე "ყაზტრანსგაზ-თბილისია", - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის