რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო.

ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი ავრცელებს.

„3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან მასობრივი შეკრების ადგილებში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა