კახა კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე - გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი

გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი.

„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდებით შანტაჟი. ყველა ერთად - საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი- შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. შესაბამისად, როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გავრცელება და ა.შ.“ - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა