სულხან სალაძე - ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებით და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობა

მე მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობა,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ შს სამინისტროს მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულ ვიდეოჩანაწერების გამო 16 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თუკი სამინისტრო ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ქმედით ღინისძიებებს ახორციელებს. “ერთხელ და სამუდამოდ, მკაცრად უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც რაიმე ფორმით შეიძლება, ამ პროცესში იყოს ჩართული, ამიტომაც მე მხოლოდ მივესალმები, თუკი სამინისტრო ქმედით ღონისძიებას ახორციელებს და ეს კონკრეტული შემთხვევა გახდება სამაგალითო, რომ მომავალში სხვებმა არ გაბედონ ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. არამხოლოდ გამოქვეყნებაზეა საუბარი, არამედ, რა თქმა უნდა, ჩაწერაც, ფარული მიყურადებაც უკანონოა, როდესაც ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის გარეშე ხდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ არ შეიძლება, ისეთი სიბინძურის კეთება, რასაც სხვა ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჰქვია”,- აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს