სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 40 მილიონით დაფინანსდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღვადგინეთ, ბიუჯეტი გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს აღვადგინეთ და გათვალისწინებული იყო მასში 20 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. ჩვენ ვსაუბრობთ 3 700 სოფელში არსებული მოქალაქეების საჭიროების დაფინანსებაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანხა გაორმაგდება და გახდება 40 მილიონი ლარი. როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, სოფელმა უკეთ იცის რა საჭიროება და მოთხოვნა არის ადგილზე. 15 იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა რეგიონის ათასზე მეტმა სოფელმა გადაწყვიტა თავისი პრიორიტეტი და აირჩია კონკრეტული პროექტები დასაფინანსებლად. მთავრობის თითოეული წევრი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პრაქტიკამ აჩვენა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის ამა თუ იმ სოფელში პრიორიტეტი. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება ამ ბიუჯეტის გაორმაგების და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანწილად დაეტყობა ჩვენს შედეგებსაც“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა