მამუკა ბახტაძე - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება სრულიად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სრულიად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ის საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, 3 თებერვალს დაგეგმილი სტუდენტური აქციის გამო.

„განცხადება არის სრულიად გაუგებარი. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია, ხოლო საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ქვეყანა, შესაბამისად, განცხადება არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და სრულიად გაუგებარი. საქართველოში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება და ტურისტებს ძალიან უყვართ საქართველო. მე ზურაბ აბაშიძესთან და დავით ზალკალიანთან მექნება ამაზე საუბარი, განცხადება ჩემთვისაც არის ახალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს 3 თებერვალს, თბილისში, მასობრივი შეკრების ადგილებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა