პრემიერი - ამოქმედდება საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

წელს პირველ კვარტალში ამოქმედდება საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდას.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ფინანსებთან წვდომა და მათ შორის, სასტარტო კაპიტალის დეფიციტი გახლავთ ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. წელს პირველ კვარტალში ამოქმედდება საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს. ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, ბაზარზე, სადაც ბანკების მხრიდან კრედიტების გაცემა არის შეზღუდული ან მცირე რაოდენობით ხდება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება საქართველოში გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ესაა პირველი ნაბიჯი, ჩვენ ამ ნაბიჯის მოსამზადებლად ევროკავშირი დაგვეხმარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი იქნება ძალიან წარმატებული და სწორედ ეს მექანიზმი და ეს პლატფორმა გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. საზოგადოებამ იცის ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა