საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ.

უწყების ინფორმაციით, წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე განახლებული პროგრამით გაიარეს. სამხედროების მომზადება იმ კურსს შეესაბამებოდა, რომლითაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეების სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა