ნათია თურნავა - ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ბოლოდროინდელი უბედური შემთხვევების სტატისტიკა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორი მიმართულება გვაქვს აღებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე.

„პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს ის მოთხოვნები, რომელთაც ჩვენ წავუყენებთ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს. ამავდროულად, უნდა გამკაცრდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ე.წ. ურჩი მომხმარებლების მიმართ, ვინც არ ემორჩილება სადისტრიბუციო კომპანიების ქმედებებს; ვინც თვითნებურად ჩართავს გაზს; დაამონტაჟებს უხარისხო მოწყობილობებს; ვინც არ დაუშვებს გაზის კომპანიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გადამოწმდეს რა მდგომარეობაშია გაზის მოწყობილობები და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და მის გვერდით მცხოვრებ ადამიანებსაც“, – განაცხადა თურნავამ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.

„ჩვენ წარვმართავთ ძალიან აქტიურ მასირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლითაც კიდევ ერთხელ გავმართავთ წესებს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სწორად მოვიხმაროთ ბუნებრივი აირი, რათა, პირველ რიგში, მივიღოთ სიკეთე და არა საფრთხე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა