გრიგოლ ვაშაძე - ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი დანაშაულების რეკორდი დაამყარა, ხელისუფლება თავისივე წევრს ებრძვის ბინძური მეთოდით

"გაერთიანებული ოპოზიციის" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მათი პარტიის მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავისი დანაშაულის გადაფარვის მიზნით უდანაშაულო ადამიანებს აკავებს.

მისი განცხადებით, მალე ყველა რეალური დამნაშავის სახელი გახდება ცნობილი.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაც ხდება, ამაზე სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში საუბარი შეუძლებელია, ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი დანაშაულების რეკორდი დაამყარა და ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისივე წევრს ებრძვის ბინძური მეთოდით. აქვეყნებენ ფარულ ჩანაწერებს და ვირუსივით ავრცელებენ, თავიანთ დანაშაულს კი უდანაშაულო ადამიანებს აბრალებენ და აკავებენ. გაზის გაჟონვით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და არავის ადარდებს ადამიანის სიცოცხლე. რაც ბოლო დროს ხდება ხელისუფლებაში, ეს არ არის სიძლიერის ნიშანი, ეს სიბინძურის ნიშანია. ძალიან მალე ყველა დამნაშავის სახელი გახდება ცნობილი," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა