სოცმუშაკების საქმიანობის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, საბჭო შეიქმნა, რომლსაც ჯანდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს

სოციალური მუშაკების საქმიანობის სისტემური გაუმჯობესების მიზნით, სოციალური საქმიანობის საბჭო შეიქმნა, რომლსაც ჯანდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს, -ამის შესახებ თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით საჭიროა სისტემური გაუმჯობესება.

„სოციალური მუშაკების და ზოგადად, სოციალური სამუშაოს პოლიტიკის შესახებ გასული წლიდან დაიგეგმა რამდენიმე ცვლილება. შარშან ზაფხულში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი სოციალური სამუშაოს შესახებ. ასევე შედგა სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე ამოქმედდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვის გარდაცვალებას, ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად დავადასტუროთ მიზეზშედეგობრიობა, თუმცა იმ ადამიანების სამსახურეობრივი გადაცდომა, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ, ცალსახად იყო გამოკვეთილი. მათ ჰქონდათ გადაცდომები, თუმცა მე არ მინდა ამ ადამიანებს ჩამოვკიდო გარდაცვლილი ბავშვის ცოდვა, ვერავინ დაადასტურებს, რომ ამ გადაცდომებმა გამოიწვია ფატალური შედეგი. რაც შეეხება სოციალური მუშაკების მომავალ საქმიანობას, საჭიროა სისტემური გაუმჯობესება და კომუნიკაცია. ჩემი გადაწყვეტილებით დაფუძნდა სოციალური საქმიანობის საბჭო, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს და რომელიც თვეში ერთხელ გეგმურად ჩატარდება, განიხილება ყველა საკითხი, მათ შორის კომუნიკაციის. პირველი ასეთი საბჭოს სხდომა იქნება მომავალი კვირის დასაწყისში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა