პრეზიდენტის ადმინისტრაცია - არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული, ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთი მახარაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო სექტორს დეზინფორმაციასა და ცილისწამებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამოთქმის საშუალება მისცა.

“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული. უფრო ხშირად, მათ უწევთ სხვადასხვა ინიციატივებზე რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან, სრულიად დასაწყისში ჯერ მათ ეთქვათ, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვუთხარით, ეთქვათ, რას ფიქრობდნენ და ერთად დაგვეწყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე ცვლილება გასაკეთებელი, არის თუ არა რაიმე თემა გასაფართოებელი ან სჯობს თუ არა, რაიმე თემას ხელი საერთოდ არ მოვკიდოთ. პირიქით, დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით. ამას ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ, შეჩვეული არ არის და ამიტომაც, არ მიკვირს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა და ინფორმაცია არ გვექნება. დღეს ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა არსებობის შესახებ არ ვიცოდით, ამიტომაც იმის ნაცვლად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალ-ცალკე შევხვედროდით, რაღაც მოგვემზადებინა და შემდეგ დიდ ჯგუფად შეგვეკრიბა, გავაკეთეთ პირიქით - ჯერ დიდ ჯგუფს შევხვდით და შემდეგ უკვე მცირე ჯგუფებში ვაპირებთ, რომ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და იმის მიხედვით, თუ რა დასკვნამდე მივალთ, მუშაობა გავაგრძელოთ”,- აღნიშნა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საკითხზე სახალხო დამცველთან შეხვედრაც იგეგმება.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გენდერულ საკითზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრასაც აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა