საქართველომ მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “FITUR 2019” მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეო რგოლებს, ვირტუალური რეალობის სათვალეების VR-ის მეშვეობით კი ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც.

საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაათვალიერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა