ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის მეგობარი - გიორგი კარაძე და გიორგი ფარცვანია არ არიან ისეთი ადამიანები, რომ ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელონ

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ორი პირი - გიორგი კარაძე და გიორგი ფარცვანია სავარაუდოდ, მამების საპროტესტო აქციიდან მომავალნი დააკავეს. ამის შესახებ დაკავებულების მეგობარმა ვახტანგ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გაგნიძის თქმით, ორივე დაკავებული ყოფილი ჯარისკაცია და მონაწილეობა აქვთ მიღებული 2008 წლის აგვისტოს ომში.

"ვიღაც გადაცმული კაცები, მათ შორის ფორმიანები აედევნენ აქციიდან და შემდგომ სხვაგან მოხდა დაკავება", - განაცხადა მან.

დაკავებულების მეგობრის თქმით, გამორიცხულია ის ფაქტი, რომ მის მეგობრებს შეეძლოთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

"მე მჯერა ჩემი მეგობრების. არ არიან ასეთი ადამიანები, რომ ვინმეს პირადი ცხოვრება გაუვრცელონ",- განაცხადა ვახტანგ გაგნიძემ.

გაგნიძის ინფორმაციით, გიორგი კასრაძე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება, ხოლო გიორგი ფარცვანია საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულია 16 პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო