ადვოკატი - ფარული ჩანაწერების საქმეში გიორგი გასვიანის როლი არის მხოლოდ ის, რომ მან ვიდეო ნახა, ვინც კადრები ნახა, ყველა პასუხისგებაში უნდა მისცენ?

გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ მისთვის გაგზავნილი ვიდეო პორნოსაიტიდან იყო ჩამოტვირთული. მან ეს ინფორმაცია მიაწოდა კიდეც, როგორც გამომძიებელს, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გასვიანს ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მას აღნიშნული ბოლომდე არც კი უნახავს.

„ფეისბუქის“ „მესენჯერის“ მეშვეობით, მან მიიღო ვიდეო, რომლის ნაწილიც ნახა, შემდეგ ყურება შეწყვიტა. ეს არის მოცემულ სიტუაციაში გასვიანის როლი. მას ეს ვიდეო ბოლომდეც არ უყურებია, არ ჩამოუტვირთავს, არ გაუვრცელებია. ნახევარმა საქართველომ თუ არა, დიდმა მასამ ეს ვიდეო ნახა. ვინც ეს ვიდეო ნახა, ყველა პასუხისგებაში უნდა მისცენ?

გასვიანის ინფორმაციით, კადრებში ასახული პირების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ კადრი იყო დამონტაჟებული და რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა. ვიფიქრე, პორნოსაიტიდან იყო რაღაც ჩამოტვირთულიო - გასვიანი ამბობს. ეს განუცხადა კიდეც, როგორც გამომძიებელს, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს. აღნიშნულის თაობაზე ვიდეოს გამავრცელებელს „მესენჯერის“ მეშვეობით შეტყობინებაც გაუგზავნა, რომ ეეჭვებოდა ეს რეალობა ყოფილიყო. როცა პირი დარწმუნებული არაა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაირღვა, რა ვალდებულება ჰქონდა?

მას არც საჯაროდ და არც პრივატულ სივრცეში არავითარი კომენტარი არ დაუწერია. ვიმეორებ, მან ხსენებული კადრები არასარწმუნოდ მიიჩნია. მას გავრცელებას არავინ ედავება, მას მხოლოდ მოპოვება-შენახვას ედავებიან“, - აცხადებს ხვისტანი.

გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურდ დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მხულის პირველი ნაწილით წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ სულ 16 პირი დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა