ანონსი  2 თებერვალი

2 თებერვალს, 10:00 საათიდან, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში თბილისში მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება.

მის.: დიღომი, ნ. ჯავახიშვილის ქ. #1 (მისასვლელი ლუბლიანას ან ბელიაშვილის ქუჩის მხრიდან)

2 თებერვალს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.

2 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის წესი და სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

2 თებერვალს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელთან აქცია გაიმართება.

თემა: ვის ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხალხს თუ მმართველ პარტიას, რატომ უმალავენ ხალხს სიმართლეს და არ შუქდება, რა არის ”გაეროს მიგრანტთა პაქტი” .

საკონტაქტო ტელ.: 577 18 99 42, 570 70 01 33

2 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საქართველოს ვეტერანები მართავენ აქციას, ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად.

საკონტაქტო პირი რომეო ფარულავა - 597 27 77 77

2 თებერვალს, 16:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველებს კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები უმასპინძლებენ.

მის.: ჭავჭავაძის #7

საკონტაქტო პირი ნათია ზაქრაძე - 558151583

2 თებერვალს, 17:00 საათზე, მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ მკითხველებს კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები უმასპინძლებენ.

მის.: ჭავჭავაძის #17ბ

საკონტაქტო პირი ნათია ზაქრაძე - 558151583

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა