ეკა ბესელია - უმრავლესობის შეხვედრაზე 4 საკითხით მოვედი, რომელთა შორის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხია

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე პარლამენტში კანონმდებლებმა ვიმსჯელოთ და ამ პროექტის დაწერა არ მოხდეს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატს სურს, რომ შეხვედრაზე იმ ოთხ საკითხზე იმსჯელონ, რასაც ის სხდომაზე წარადგენს და გადაწყვეტილებაც მიიღონ.

ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრაზე უნდა მოხდეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხის განხილვაც.

„მე მოვედი ოთხი ძირითადი საკითხით, რაც მინდა, რომ განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ. პირველი ეს არის - სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე პარლამენტში კანონმდებლებმა ვიმსჯელოთ და ამ პროექტის დაწერა არ მოხდეს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და რომელთაც თავად სურთ გახდნენ მოსამართლეები. მეორე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს და ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე - თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც კანონში უნდა მივიღოთ, რათა რისკები დავაზღვიოთ და მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს. მეოთხე - ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებითაც. ესეც შემადგენელი საკითხია იმ მთელი პროცესის და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ღირებულებების დამცველი იყოს ამ კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბრო და გადაწყვეტილებები მივიღოთ,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოხდება თუ არა უმრავლესობის ფორმატში ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ საუბარი, ბესელიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს მთავარი განსახილველი საკითხები არ არის.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, მეთოდებს, ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს და ა.შ. - ეს საკითხები მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის. ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ის ოთხი საკითხი, რომლითაც მოვედი,“ - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა