გიორგი ვაშაძის შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელება სპეცსამსახურების დაგეგმილია

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელება სპეცსამსახურების დაგეგმილია, ხოლო ხელისუფლება კი ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს იმ ადამიანების დაკავებებზე, რომლებსაც ფარული ჩანაწერი პროვოკაციულად გაუგზავნეს პირად შეტყობინებებში. მისი თქმით, დასასჯელია ამის დამკვეთები და შემსრულებლები.

"ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ადამიანების მიმართ, რომელთა დაკავებებიც ხდება, პროვოკაციული ქმედება განხორციელდა. საკუთარ მესენჯერში თქვენც რომ მოგივიდეთ რაღაც შეტყობინება, შესაძლოა, თქვენც ნახოთ. მეც ბევრი შეტყობინება მაქვს, ზოგიერთს ვერც ვნახულობ, ან შესაძლოა მეც გამეხსნა ასეთი შეტყობინება. ჩემს მესენჯერში ბევრი გაუხსნელი მესიჯი მაქვს. ამიტომ, აბსურდია ის, რომ ყველას ასე გავეკიდოთ. მაშინ, შესაძლოა მთელი საქართველო იყოს დასაპატიმრებელი. აქ, კონკრეტულად, საქმე მდგომარეობს იმაში, თუ ვინ დაუკვეთა, ვინ გაავრცელა ეს ყველაფერი. საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. ეს არის ხელისუფლების თამაში იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ამ პრობლემის წინააღმდეგ ფუნდამენტურად ბრძოლაზე", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა