არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის შიგნით, პრაქტიკულად, შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა

უმრავლესობის შიგნით, პრაქტიკულად, შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევა, მათი პარლამენტში წარდგენა და შემდგომში დამტკიცება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი სრულიად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. თითქმის მთლიანად დაეთმო ეს დრო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მსჯელობას და შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი პარლამენტში წარდგენა და შემდგომში დამტკიცება. დღეიდან პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება და იმ საკონსტიტუციო პრინციპებთან და კანონდებლობასთან იქნება თანხმობაში, რომელიც არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილებებს. ამ სამართლებრივ ჩარჩოში, სწორედ ამ პრინციპებით წარიმართება მუშაობა იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, რომლითაც პრაქტიკულად მოწესრიგდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და შემდგომში პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესი,” - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა