სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა

სასამართლო სხდომა, რომელზეც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ნაწილობრივ დაიხურა. ბრალდების მხარემ მოსამართლეს სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან მისი განცხადებით, სხდომაზე შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შეეხოს საუბარი.

„აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას იმ მოცემულობითაც იქნება გაჟღერებული შუამდგომლობა და დასაბუთება, რომელიც კონკრეტულად შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების არსსა და შინაარს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ დააკმაყოფილოთ ბრალდების მხარის შუამდგომლობა,"- განმარტა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

მოსამართლე მაკა გველესიანმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სხდომის აღკვეთის ღონისძიების ნაწილში დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, პროკურორების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სხდომა ნაწილობრივ დაიხუროს. კერძოდ, სხდომა უნდა დაიხუროს აღკვეთის ღონისძიების ნაწილში", - აღნიშნა მოსამართლემ.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარის ნაწილი არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა