ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ერთს კი, პატიმრობა შეეფარდა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ერთს კი - პატიმრობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაკა გველესიანმა პროკურატურის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მხოლოდ ზურაბ სოლომნიშვილს. გამოძიება მას youtube.com-ზე ფარული ჩანაწერის განთავსებას ედავება. ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით ირმა ხოროიშვილს - 10000 ლარის, ინგა ხოროიშვილს - 2000 ლარის, სერგო ირემაშვილს - 5000 ლარის, გიორგი ფარცვანიას - 5000 ლარის, სპირიდონ სურამელს - 10000 ლარის, გიორგი კასრაძეს - 5000 ლარის, ბადრი ჩოფრიანს - 5000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

სასამართლოს სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. საბოლოო ჯამში, ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების "იუთუბზე" ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა