ვალერიან გორგილაძე  - მეც მაინტერესებს ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან, არ გამოვრიცხავ,  რომ „ოცნებამ“ დათმოს მაჟორიტარული არჩევის ფორმატი, ოღონდ ამისთვის  საჭირო იქნება  შესაბამისი  პირობები

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, 2019 წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ ახალი წლის დადგომიდან განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. ამავე პერიოდში არა ერთმა პრობლემამ იჩინა თავი, რაც მიმდინარე პროცესებზეც აისახა.

თქვენ როგორ შეაფასებდით, პოლიტიკური პროცესების იმ დინამიკას, რომლითაც 2019 წელი დაიწყო ბევრი მიმართულებით საკმაოზე მეტად დააჩქარა კიდეც პოლიტიკური პროცესი?

- მე არ ვუყურებ ასე დრამატულად მიმდინარე პროცესებს და არ ვარ მომხრე მოვლენების ან პროცესების ხელოვნური დრამატიზაციის. ის, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ეს, საერთო პოლიტიკურ პროცესზე დადებითად მეტყველებს. ის, რომ მიმდინარეობს, თუნდაც მწვავე დისკუსია ყველა მიმართულებით, არც ეს მგონია, რომ აკნინებდეს ქვეყნის განვითარებას ან პროცესის შინაგან ლოგიკას.

საპრეზიდენტო არჩევნებმა ლაკმუსის ფუნქცია შეასრულა და გამოაჩინა ყველა ის მანკიერება, ნაკლოვანება, სისტემური ხარვეზი, რომელიც მმართველ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია

რაც შეეხება თავად პოლიტიკური პროცესის არსს, აქ ვხედავთ, რომ განსაკუთრებული აქტიობა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ აქტორში ხდება და სხვა გვერდითი პროცესები ასევე ამ პოლიტიკურ აქტორს, მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. საპრეზიდენტო არჩევნებმა ლაკმუსის ფუნცქია შეასრულა და გამოაჩინა ყველა ის მანკიერება, ნაკლოვანება, სისტემური ხარვეზი, რომელიც მმართველ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია.

ბუნებრივია, რომ პრობლემათა ამ კომპლექს აცნობიერებს „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ სისტემურ შეცდომებზე თუ ლოკალურ წარუმატებლობებზე, რომლებიც საზოგადოებამ იხილა საარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას?

მთავარი ამოცანები, რომელიც დგას „ქართული ოცნების“ წინაშე, ჩემი აზრით არის: მკვეთრი იდეოლოგიური დისკურსის შეძენა, ახალი კომპეტენტური ადამიანური რესურსის რეკრუტირება, ადგილებზე არსებული თვითმმართველობების საკადრო რესურსის გადახალისება და ზოგადად სახელმწიფოს ადმინისტრირების ეფექტიანობის გაუმჯობესება

ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ შეიძლება აღმოაჩინოს უამრავი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომლის თრევაც „ოცნებას“ უწევდა მთელი ამ დროის განმავლობაში.

მთავარი ამოცანები, რომელიც დგას „ქართული ოცნების“ წინაშე, ჩემი აზრით არის: მკვეთრი იდეოლოგიური დისკურსის შეძენა, ახალი კომპეტენტური ადამიანური რესურსის რეკრუტირება, ადგილებზე არსებული თვითმმართველობების საკადრო რესურსის გადახალისება და ზოგადად სახელმწიფოს ადმინისტრირების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

რაც შეეხება ოპოზიციას, იქნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის დღის წესრიგში არის არა საკუთარი დღის წესრიგის შექმნა, არამედ „ოცნების“ შეცდომების ინტენსიური მონიტორინგი და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის აქტივობებს აქვთ რეაქტიული და არა პროაქტიური ხასიათი.

სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ცხოველს, ესმის, რომ პროცესის გადმოტრიალებას, სჭირდება პროაქტიური, აგრესიული, დინამიური ვექტორი, მაგრამ მისი აშკარად შესამჩნევი არაადეკვატურობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის აღქმის თვალსაზრისით, ფარსის ელფერს სძენს ნებისმიერ ასეთ აქტივობას

ამიტომაც, კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანს სააკაშვილის მიერ, ირაციონალურობის ზღვარზე გაჟღერებული ინიციატივები დიასპორის მობილიზაციასთან დაკავშირებით.

სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ცხოველს, ესმის, რომ პროცესის გადმოტრიალებას, სწორედ ეს წარმოადგენს მისი მოქმედებების არსს, სჭირდება პროაქტიური, აგრესიული, დინამიური ვექტორი, მაგრამ მისი ფსიქიკური არამდგრადობა და სულ უფრო და უფრო მეტად აშკარად შესამჩნევი არაადეკვატურობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის აღქმის თვალსაზრისით, ფარსის ელფერს სძენს ნებისმიერ ასეთ აქტივობას.

- 2019 წლის გავლილმა ერთმა თვემ დაგვანახა, რომ მმართველ გუნდში სერიოზული პრობლემებია. მოსამართლეთა შერჩევის საკითხმა „ოცნებაში“ სხვადასხვა ფუნდამენტურ თემებზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა აშკარა გახადა. რით დასრულდება ეს პროცესი ალბათ უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ 2019 წლის ერთ თვეში ერთბაშად თავჩენილ არც ერთ გამოწვევაზე მკაფიო პასუხი არ გაუცია.

არც დიღომში გაზის აფეთქებაზე იყო ხელისუფლების რეაქცია ადეკვატური და არც „ყაზტრანსგაზის“ მიმართ, „თი-ბის-სი“ ბანკთან დაკავშირებული სკანდალიც იქნა მივიწყებული, არც ნდობადაკარგულ მოსამართლეების დაცვაში შეუტანია მას კორექტივები, არც ახალქალაქში დადგმულ ძეგლთან დაკავშირებით გვსმენია ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაზეც ბაქოს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, არც ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ კადრებზე ჰქონია მმართველ გუნდს მეტ-ნაკლებად გასაგები პოზიცია. აღარაფერს ვამბობ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე.

თქვენ გაქვთ, იმის განცდა, რომ შიდა პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოება ხელისუფლებისაგან პასუხებს მიიღებს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წესით ეს მისსავე ინტერესებში უნდა იყოს...

- თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები გარკვეულ წილად შეფასებებსაც მოიცავს. ამ შეფასებების უმრავლესობას მე არ ვეთანხმები. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „ოცნებაში“ არსებულ პრობლემებზე და მის წინაშე მდგარი ამოცანების შესახებ.

სწორედ ამ არსებული პრობლემებით არის განპირობებული თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა, არ მგონია, რომ ბუნებრივი აირით გამოწვეულმა რამდენიმე ტრაგედიამ, მოსამართლეთა კორპუსთან და ბესელიასთან დაკავშირებული საკითხები ერთ კომპლექტში შეიძლება განვიხილოთ.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ დისკუსიას, ჩემთვის პირადად, ცხადია, რომ ამ დისკუსიას აქვს მძაფრი პოლიტიკური ესენცია... უკლებლივ ყველა ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესზე

მოსახლეობის გაზით უსაფრთხო მომარაგება მთლიანად ეკისრება გაზის მიმწოდებელს. იგი, როგორც ცნობილია, კერძო მესაკუთრეა. ისიც ცნობილია, რომ გაზის დისტრუბიცია დღეს ორი ოლიგარქის ხელშია.

თუ საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას გარკვეული რეგლამენტცია, რომლის შედეგადაც ბატონებს ბეჟუაშვილს და მაქაცარიას, მოუწევთ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურაში საკუთარი ან მოზიდული ინვესტიციებს დახარჯვა, ეს სისტემური საკითხია და მასზე ოპერატიული ჩარევა წარმოუდგენელია. ოპერატიულად სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ დასაჯოს კონკრეტული პირი, რომელმაც გამოაჩინა გულგრილობა ან არაკომპეტენტურობა საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს, რაც სახელმწიფომ მგონია, რომ გააკეთა.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ დისკუსიას, ჩემთვის პირადად, ცხადია, რომ ამ დისკუსიას აქვს მძაფრი პოლიტიკური ესენცია. და უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი, იქნება ის ოპოზიციიდან თუ მართველი პარტიიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებსაც საქართველოში მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკისადმი ინტენცია გააჩნია, ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესზე.

რაც შეეხება ახალქალაქში დადგმულ ძეგლს და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, რომ თემებს, რომლებიც უკავშირდებიან საქართველოში მცხოვრებ დიასპორებს არ უნდა იწვევდეს აჟიოტაჟს, მით უფრო როცა ეს აჟიოტაჟი მხოლოდ ვნებს ქვეყანაში არსებულ მშვიდობას და უსაფრთხოებას

გეტყვით მხოლოდ, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2010 – 2012 წლებთან შედარებით, 2016 – 2018 წლებში გაიზარდა 750%! მაგალითისათვის, 2010 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგინდა მხოლოდ 8 პირის მიმართ, მაშინ როდესაც 2017 წელს 235 პირი გამართლდა, და ეს ტენდენცია მზარდია უკვე წლების განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, ჩვენთვის რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი სისტემის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება თუ ცალკეული მოსამართლეების ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტები?

რაც შეეხება ახალქალაქში დადგმულ ძეგლს და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, რომ თემებს, რომლებიც უკავშირდებიან საქართველოში მცხოვრებ დიასპორებს არ უნდა იწვევდეს აჟიოტაჟს, მით უფრო როცა ეს აჟიოტაჟი მხოლოდ ვნებს ქვეყანაში არსებულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ვფიქრობ, რომ შესაბამისი სტრუქტურები უკვე ახორციელებენ კონკრეტულ მოქმედებებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, არ მესმის რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი უკრაინის თომასთან დაკაშირებით ან რა ოპერატიულ რეაქციას სახელმწიფოს მხრიდან ელით ამ საკითხთან მიმართებაში?

როგორც ცნობილია, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისაგან, და ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? ჩვენს ეკლესიას გააჩნია საკუთარი დამოკიდებულება და ურთიერთობა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინული თომასი არ არის აღიარებული არც ერთი მართლმადიდებლური ქვეყნის ეკლესიის მიერ. ამიტომაც, მართლებულად მიმაჩნია, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ასევე ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი, ნამდვილად მოითხოვს დროს, მოთმინებას და სიფრთხილეს

ეს ურთიერთობა არ არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, თუმცა სწორედ ამ ურთიერთობის წყალობით, რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ცხუმ-აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ეპარქიების დამოუკიდებლობას!

რას მოითხოვთ, საქართველოს ეკლესიამ აღიაროს თომასი და ჩაებას უკრაინულ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, ვინაიდან პოროშენკოსთვის, უნდა ვაღიაროთ, თომასი უშუალოდ მისი ძალისხმევის შედეგად არის მოპოვებული, თომასი წარმოადგენს ერთ-ერთ თუ არა ერთადერთ მონაპოვარს, რომლის პროპაგანდირებას ის ინტენსიურად ახდენს უკრაინაში დაწყებულ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას?

მით უფრო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინული თომასი არ არის აღიარებული არც ერთი მართლმადიდებლური ქვეყნის ეკლესიის მიერ. ამიტომაც, მართლებულად მიმაჩნია, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ასევე ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი, ნამდვილად მოითხოვს დროს, მოთმინებას და სიფრთხილეს.

- ეკა ბესელიას შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებაზე თავიდან ხელისუფლებას საკმაოდ რბილი, შეიძლება ითქვას, გაუგებარი თუ ორჭოფული რეაქციაც კი ჰქონდა.

მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ბესელიამ განაცხადა - „მიფრთხილდით“! „ოცნებამ“ ბესელიას მხარდამჭერი განცხადებაც კი გაავრცელა, რაზეც მისი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო - „დაგვიანებული ხომ არაა“! ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა - შსს-მ ამ საქმეზე საკმაოდ ბევრი მოქალაქე დააკავა, რომელთა უმრავლესობის მტიკებით, მათ მასალა კი არ გაუვრცელებიათ, არამედ მათ ის მოუვიდათ.

თქვენი აზრით, საბოლოoდ შეძლებს თუ არა შსს იმის დადგენას, თუ ვინ იდგა გახმაურებული მასალების გამავრცელებლების უკან?

და კიდევ, ამ საქმეზე სამართალდამცავების გააქტიურება და უკვე გარკვეული შედეგიც, იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა იმ მოსამართლეების ლობირებაზე, რომელთა მიმართ ბევრი კითხვებიც არსებობს და მათ მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია?

- მეც მაინტერესებს თუ ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან. ცხადია, რომ ნებისმიერი ნორმალური და ადეკვატური ადამიანისთვის ეს თუ სხვა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, შეიძლება მხოლოდ შფოთი, ზიზღი და უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს არა ამ ჩანაწერის სუბიექტის, არამედ მისი გამამვრცელებლის მიმართ.

დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი მათთაგანი არ წარმოადგენს შესამაბისი ჩანაწერის მთავარ წყაროს

ცნობილია, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი მათთაგანი არ წარმოადგენს შესამაბისი ჩანაწერის მთავარ წყაროს. მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ“ შეგნებულად დაუტოვა „ოცნებას“, და ცხადია დაიტოვა თავისთვისაც „მემკვიდრეობით მფლობელობაში“ რამდენიმე კასრი რამდენიმე ათასი ჩანაწერით, ამ მეტასტაზების გავრცელება მოხდა მთელს ქვეყანაში. მოსამართლეებთან დაკავშირებით, მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი, აქ კი დავამატებ მხოლოდ ერთს - ნებისმიერ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს პროფესიული კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა თუ კი მას არ აქვს დარღვეული კანონი და თუ კი ის არ არის შემჩნეული პოლიტიკური, პარტიული ან სხვა ტიპის დავალებების შესრულებაში.

- სხვათა შორის, ამ მოსამართლეებს სწორედაც რომ ჯერ წინა ხელისუფლების, ხოლო ახლა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური დავალებების შესრულებას ედავებიან...

ცხადია, რომ ყველა დაგროვილ კითხვებზე ხელისუფლებას სწრაფად გაუჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ თუ მოსამართლეთა თემაზე ხელისუფლების პოზიცია იგივე დარჩა, თუ შსს-მ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამავრცელებელი ვერ დაადგინა, თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება და თქვენი აზრით ყველაფერი ეს ერთი მხრივ როგორ იმოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე, ხოლო მეორე მხრივ შიდაპოლიტიკურ პროცესზე?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა ეს ჩანაწერი არის განხორციელებული „ნაცმოძრაობის“ პერიოდში შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

შემთხვევითი არ მგონია და არც მჯერა, რომ „ნაცმოძრაობას“ „გამოეპარა“ კომპრომატებით დამარხული კასრები და უკვე „ოცნების“ მმართველობის პერიოდში აღმოჩენილი ათასობით ვიდეო ფაილი „ოცნების“ ხელში აღმოჩნდა.

დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ჩაწერილი კომპრომატები დროდადრო ჩნდება სოც.ქსელებში უკვე „ოცნების“ პირობებში. ამის პრევენცია შეიძლება იყოს მკაცრი დასჯა კონკრეტულად იმ ადამიანის, ვინც უშუალოდ ახდენს ამ ჩანაწერების ჩაშვებას სოც.ქსელებში

ამით, „ნაცმოძრაობამ“ გახსნა პამდორას ყუთი. დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ჩაწერილი კომპრომატები დროდადრო ჩნდება სოც.ქსელებში უკვე „ოცნების“ პირობებში. ამის პრევენცია შეიძლება იყოს მკაცრი დასჯა კონკრეტულად იმ ადამიანის, ვინც უშუალოდ ახდენს ამ ჩანაწერების ჩაშვებას სოც.ქსელებში.

მთავარი კი არის საზოგადოების ჯანმრთელი რეაქცია ამ საძაგლობაზე, მიუღებლობა და პროტესტი ამგვარი ქმედებების მიმართ.

- ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესის გააქტიურება ბევრ წილად იმასაც უკავშირდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გააქტიურებულია „ნაცმოძრაობა“, სხვებიც და ისინი ხელისუფლებისაგან მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას და 2020 წლის არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მოითხოვენ, რისთვისაც ამომრჩევლებში ხელმოწერებს აგროვებენ.

ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ხმა უნდა მისცენ იმ მაჟორიტარებმა, რომლებიც ახლა „ოცნების“ გუნდში არიან.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ უპასუხებს პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას „ოცნება“?

- არ გამოვრიცხავ რომ „ოცნებამ“ დათმოს მაჟორიტარული არჩევის ფორმატი, ოღონდ ამისთვის საჭირო იქნება შესაბამისი კომპოზიციის შექმნა, რომელიც გულისხმობს:

საკითხი მხოლოდ ერთშია, სად არის დღეს თანამედროვე ჯეიმს ბეიკერი?

საზოგადოების მიერ ამ მოთხოვნის მხარდაჭერას, ოპოზიციის გაერთიანებას ამ საკითხის ირგვლივ, ამ მოთხოვნის მხარდაჭერას არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და კომპრომისის მიღწევას თავად „ოცნებაში“.

მხოლოდ ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს ამ საკითხის დათმობა „ოცნების“ მხრიდან.

- პოლიტიკის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - „არ მტოვებს განცდა, რომ დასავლეთი „ოცნების“ ხელისუფლებას „ბეიკერის ფორმულის“ მსგავს რაღაცას ჩამოუტანს და ეს 2020-შივე პროპორციული არჩევნების ჩატარების თემა იქნება“. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნებამ“ ახალი „ბეიკერის ფორმულის“ მსგავსი გზავნილი მიიღოს ვაშინგტონიდან?

- საკითხი მხოლოდ ერთშია, სად არის დღეს თანამედროვე ჯეიმს ბეიკერი? იმ დიფუზიის გათვალისწინებით, რომელიც დღეს დასავლეთში მიმდინარეობს და სულ უფრო მძაფრი დაპირისპირების ფონზე, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის ხდება, რთულია იწინასწარმეტყველო დასავლეთის დაინტერესების და მისი ჩარევის მზაობის ინტენსივობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

მგონი ძალიან მეტყველი და უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ მალე ერთი წელი იქნება, რაც აშშ-ს არ ჰყავს საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი. დამეთანხმებით, სტრატეგიულ დაინტერესებასთან დაკავშირებით ეს ფაქტი ძალიან სუსტად კორელირებს.

„ოცნებას“ დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ არტიკულირებული ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ საპრეზენტაციო ვერსიასაც კი იმის შესახებ თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დასავლეთს აღარ აინტერესებს. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დასავლეთს თავისი შიდა და საგარეო საკმაოდ მწვავე პრობლემები აქვს და დასავლეთი იმედოვნებს, რომ შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველომ თავად უნდა შექმნას.

სალომე ზურაბიშვილის ძალზედ წარმატებული ევროპული ვიზიტი ცხადყოფს, რომ დასავლეთი ძალიან დადებითად აღიქვამს საქართველოს, როგორც პარტნიორს რომელიც, კი არ დგას პერმანენტული მთხოვნელის როლში, არამედ თავად ცდილობს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას და ამასთან ერთად ითვალისწინებს ევროპაში არსებულ, არც თუ ისე მარტივ ვითარებას.

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეეცადა საზოგადოებისთვის ნაწილობრივ მაინც განემარტა თუ რა გეგმები აქვს მას რეგიონებში, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, სამომავლო გეგმებზე თბილისის მერმა კალაძემაც ბევრი ისაუბრა, დარჩა შთაბეჭდილება რომ მოსმენილით საზოგადოება აღფრთოვანებული აშკარად არ დარჩენილა.

უფრო სწორი იქნება თუ ასე ვიტყვით - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოება ივანიშვილისა და ხელისუფლებისაგან დაპირებულ რადიკალურ ცვლილებებს ელოდა, მაგრამ გაუგებარი დარჩა რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ხალხს. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების სამომავლო გეგმებს და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ხალხს ხელისუფლების დაპირებებიდან გამომდინარე?

ის, რომ ძველი ორპოლუსიანი დაპირისპირების მოდელი არ მუშაობს, ამაში ვერ დაგეთანხმებით...

- შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში, რომ „ოცნებას“ დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ არტიკულირებული ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ საპრეზენტაციო ვერსიასაც კი იმის შესახებ თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ.

იქნება ეს ქვეყანა ორიენტირებული მაღალტექოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე და ეკოლოგიურ ან ღვინის ტურიზმზე, თუ ჩვენი მომავალი ძირითადად უნდა უკავშირდებოდეს რეგიონულ ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტებს, რომლის თანახმადაც საქართველო უნდა წარმოჩინდეს, როგორც საიმედო, კომფორთული და ტექნოლოგიურად გამართული დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს დიდი მოცულობებით სხვადასხვა რესურსების, კაპიტალის, საქონლის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

„ოცნებას“ აშკარად აკლია „დრაივი“, მძლავრი პოზიტიური, გადამდები იმპულსი, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და ახდენს მისი ეროვნული ენერგიის მობილიზაციას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად

ამ თვალსაზრისით მართლაც არის იდეების და აქცენტების მწვავე უკმარისობა. „ოცნებას“ აშკარად აკლია „დრაივი“, მძლავრი პოზიტიური, გადამდები იმპულსი, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას და ახდენს მისი ეროვნული ენერგიის მობილიზაციას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, საერთო მიზნის მიღწევის საქმეში.

ეს საკითხიც მჭიდროდ უკავშირდება „ოცნების“ როგორც იდეოლოგიურ ისე ღირებულებით კონსოლიდაციის აუცილებლობას და მკაფიო იდენტობის ჩამოყალიბებას.

ამასთან ერთად, გადასაწყვეტია სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაზრდის საკითხები, რაც მათ შორის გულისხმობს ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე არსებულ კორუფციას და უკიდურეს არაეფექტიანობას.

ბრიუსელი ვერ აიძულებს რუსებს ამ თანხის გადახდას, თუ კი რუსეთი გადაწყვეტს იმას, რომ არ გადაიხადოს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის თანხა

მთავარი პრობლემა, რომელიც მთავარი გამოწვევა იქნება „ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნებზე, არის ქვეყანაში არსებული სიღარიბე. პირადად მე მიმაჩნია, რომ „ოცნება“ განახორციელებს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყოფის შემსუბუქება, სიღარიბის რაოდენობრივი და თვისებრივი მნიშვნელოვანი შემცირება.

- ხელისუფლება რეგიონული პროექტების განხორციელებაზე, ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე კი საუბრობს, რითაც იგი ცდილობს ხალხის სიმპათიის დაბრუნებას.

მაგრამ, ამას წინათ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში იმავე ხათუნა ლაგაზიძემ მეტად საგულისხმო მოსაზრება გამოთქვა - „ხელისუფლება რეალურად არა ხალხის მისადმი სიმპათიაზე, არამედ - სხვისადმი სიძულვილზე და მიუღებლობაზე დგას და იმედია, ხელისუფლებაში ვიღაც მაინც სვამს კითხვას: სადამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?!

თუ თქვენც თვლით, რომ „ოცნებაში ბევრნი არიან ისეთნი, ვინც სვამს კითხვას - სანამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? რა რესურსი აქვს ივანიშვილსა და „ოცნებას“ დაიბრუნოს მათით უკმაყოფილო ამომრჩევლის ნდობა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „კარგ ფორმაში“ შეხვდეს?

- ის, რომ ძველი ორპოლუსიანი დაპირისპირების მოდელი არ მუშაობს, ამაში ვერ დაგეთანხმებით. დღესაც, „ოცნების“ რეიტინგი ორნახევარჯერ აღემატება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს და უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ორასი ათასი ხმით დაამარცხა არსებითად „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, მეტყველებს იმაზე, რომ ეს დუალისტური დაპირისპირება ჯერ კიდევ მუშაობს.

სხვათა შორის, ის ფაქტიც, რომ გამოკითხვების შედეგად ჩვენ ვერ ვხედავთ რეიტინგულ მესამე ძალას ამავე ტენდენციას ადასტურებს. თუმცა, არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამომრჩეველმა მოინდომოს და ააყირავოს წლების განმავლობაში არსებული ტრენდი.

ამ შემთხვევაში უკვე „ოცნება“ იქნება დაინტერესებული გარე მოკავშირეების ძებნაში. ვინაიდან ცხადი ხდება, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლოკალური წარმატებ, ვგულისხმობ ვაშაძის მიერ 800 ათასამდე ხმის აღებას, ხელს შეუწყობს ამ ოპოზიციური გაერთიანების შენარჩუნებას და გაძლიერებას.

არ მგონია, რომ რუსეთის ინტერესში შედიოდეს რაიმე ტიპის „დათმობის“ პრეცედენტის შექმნა. მით უფრო დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით

ამ თვალსაზრისით მე არ გამოვრიცხავ, ახალი მოძრაობების გამოჩენას, რომლებიც მიუხედავათ „ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც „ოცნებას“ აირჩევენ კოალიციურ პარტნიორად.

თუმცა, ეს არის მხოლოდ მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარი. თავად „ოცნების“ წინაშე მდგარ ამოცანებზე ჩვენ ვისაუბრეთ, დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოტივირებული, კომპეტენტური რესურსის რეკრუტირება.

იგივე ეხება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების პოლიტიკას. სამწუხაროდ, „ოცნების“ პირობებში გახშირდა გაუმართლებელი პროტექციონიზმი. ხშირია, ნათესაური ან სხვა ნიშნით, სხვადასხვა აიპებში, სიპებში თუ მუნიციპალიტეტებში არაკომპეტენტური საკადრო რესურსების დასაქმება.

ვერტიკალური მობილობის უზრუნველყოფა, მცოდნე და მოწესრიგებული ადამიანური რესურსის მოზიდვა სახელმწიფო სამსახურში, იმ გარანტიით, რომ გარედან მოსულს ექნება კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაზრდის, როგორც სახელმწიფო მმართვის ხარისხს, ასევე გაზრდის „ოცნების“ მხარდაჭერების სოციალურ ბაზას, მის თვისებრიობას.

- ბატონო ვალერიან, 13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოს 1500-ს მოქალაქეს 2006 წელს რუსეთიდან მასიური დეპორტაციის ფაქტებზე 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე მიღებული, როცა რუსეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპული სასამართლოდან და ევროპული სტრუქტურებიდან რუსეთის გასვლის შესახებ. სხვათა შორის, ოფიციალური რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვი ამ თანხას არ გადაიხდის.

თუ რუსეთმა ჩვენი მოქალაქეებისათვის კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, რა მექანიზმები აქვს ბრიუსელს რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილების შესრულება აიძულოს?

- ბრიუსელი ვერ აიძულებს რუსებს ამ თანხის გადახდას, თუ კი რუსეთი გადაწყვეტს იმას, რომ არ გადაიხადოს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის თანხა.

საერთოდ კი მგონია, რომ სწორედ ეს საქმე შეიძლება იქცეს ერთგვარ ტრიგერად, რომელმაც შეიძლება დაატოვებინოს რუსეთს ევროსაბჭო და სხვა ევროპული სტრუქტურები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის დაქვემდებარებას ევროპული საკანონმდებლო სტანდარტების ქვეშ.

დღეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის ტრანსფორმაცია საერთო ევროპული სამართლებრივ თუ ღირებულებით პარადიგმაში წარუმატებლად დასრულდა. ამის მიზეზებს ახლა არ ჩაუღრმავდები, ნათელია, რომ რუსეთი დღეს „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფება დასავლეთთან და რუსეთისთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება ევროპელების მიერ გენერირებული მითითებების, რეკომენდაციების თუ გადაწყვეტილების აღსრულება.

ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში განსახილველად შედის დონბასში მალაიზური ბოინგის განადგურების საქმე და ამ საქმის უშუალო მოპასუხენი არიან რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამდენად, არ მგონია, რომ რუსეთის ინტერესში შედიოდეს რაიმე ტიპის „დათმობის“ პრეცედენტის შექმნა. მით უფრო დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის საილუსტრაციოთ ორი ფაქტიც არის საკმარისი. პირველი, ეს არის ამერიკის და რუსეთის გასვლა მცირე და საშუალო მანძილზე ბირთვული ძალების შეთანხმებიდან და მეორე, რუსეთის სათათბიროს სპიკერის ვოლოდინის მიმართვა ევროსაბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც უკანასკნელი მოითხოვს ევროსაბჭოსგან 9 მილიარდინ კომპენსაციის გადახდას რუსეთის სასარგებლოდ.

საგულისხმოა, რომ ამ განცხადებას, რუსეთის სათათბიროს სპიკერი აკეთებს სულ 2 დღეში მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთს წინააღმდეგ და საქართველოს სასარგებლოდ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა